Unlimited Wordpress themes, plugins, graphics & courses! Unlimited asset downloads! From $16.50/m
Advertisement
  1. Web Design
  2. UX
Webdesign

UX ხუთი ძირითადი კომპონენტი

by
Length:ShortLanguages:
This post is part of a series called A Beginner’s Guide to UX Design.
Choosing UX Design Tools
The Importance of UX Research

Georgian (ქართული) translation by Tsotne Kalandadze (you can also view the original English article)

იმისათვის რომ სრულყოფილად გაიგოთ თუ რა არის "მომხმარებლის გამოცდილების" დიზაინი, ნება მომეცით გითხრათ თუ რა ფუნქციას ასრულებს ის - ფუნქციის აღწერა კი ხუთი ძირითადი კომპონენტის მეშვეობით არის შესაძლებელი.

  • ინფორმაციული არქიტექტურა (IA)
  • ურთიერთქმედების დიზაინი
  • გამოყენებადობა
  • პროტოტიპის შექმნა
  • ვიზუალური დიზაინი

1. ინფორმაციული არქიტექტურა (IA)

ინფორმაციული არქიტექტურა გულისხმობს ადამიანებისა და კონტენტის ერთმანეთთან დაკავშირებას ისე, რომ ეს იყოს მომხმარებლისთვის მაქსიმალურად გასაგები.  ინფორმაციული არქიტექტურის შედეგად გვერდზე იქმნება იერაქრია, რისთვისაც გამოიყენება სხვადასხვა ელემენტები, მაგალითად სტრუქტურის ასაგებად საჭირო ნავიგაცია.

2. ურთიერთქმედების დიზაინი

ურთიერთქმედების დიზაინი გულისხმობს მომხმარებელსა და ეკრანს შორის არსებულ სპეციფიურ ურთიერთობას. ვიზუალური დიზაინი პასუხობს მომხმარებლის მიზნებს, რომელთა მხარდაჭერაც ხდება ურთიერთქმედების დიზაინით, რათა შედგეს კომუნიკაცია მომხმარებელსა და ბრენდს შორის გრაფიკის, სურათების, ფონტების, ფერის, ხატულებისა და სხვა მრავალი დეტალის გამოყენებით. 

ურთიერთქმედების დიზაინი ასევე იყენებს პროტოტიპებს, რათა განსაზღვროს სხვადასხვა კომპონენტის სპეციფიური ქმედება და ფუნქცია. მაგალითად: რა სახის ანიმაცია უნდა გააჩნდეს მობილური აპლიკაციის ავტორიზაციის ღილაკს? მსგავსი ტიპის საკითხზე დაკვირვება უნდა მოხდეს ურთიერთქმედებით კონცეპტში, რათა საბოლოო პროდუქტი მაქსიმალურად ახლოს იყოს დიზაინერის ჩანაფიქრთან. 

3. გამოყენებადობა

გამოყენებადობა გულისხმობს მონაცემთა საფუძველზე დიზაინის ვალიდურობის განსაზღვრას. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ კომპანიაში არიან სხვდასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც საუბრობენ ბიზნესის მიზნებზე, საბოლოოდ მომხმარებელთა საჭიროებებისა და პროდუქტის გამოყენებისას არსებული იმედგაცრუების მიზეზის შესწავლა მაინც UX დიზაინერს ეკისრება. 

მსგავსი მონაცემების შეგროვება სხვდასხვა გზით არის შესაძლებელი - ეს შეიძლება იყოს ფოკუსირებული ჯგუფები, გამოკითხვები, ლაბორატორიული კვლევები, პირდაპირი ინტერვიუ, ლოკაციის მონახულება, აქტივობის თვალყურისდევნება, A/B ტესტირება, ტელემეტრია და სხვა.

გამოყენებადობის ტესტირება გვეხმარება პროდუქტის სივრცის გაგებაში და ასევე განსაზღვრავს მომხმარებლის ქცევასა და საჭიროებებს. ყოველთვის უმჯობესია რომ მოხდეს ჰიპოთეზების ვალიდაცია რეალურ მომხმარებელთა მონაცემებზე დაყრდნობით, რათა დავრწმუნდეთ რომ ცვლილებები ემთხვევა ადამიანთა მოთხოვნებს.

4. პროტოტიპის შექმნა

პროტოტიპი შეიძლება განვსაზღვროთ როგორც მოსამზადებელი ვერსია, რომელზე დაყრდნობითაც იქმნება სხვა ფორმები. დიზაინერისთვის პროტოტიპი წარმოადგენს მარტივ საშუალებას გაიგოს, მუშაობს თუ არა დიზაინი კარგად და არის თუ არა დანიშნულებისთვის შესაფერისი.  პროტოტიპი ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ ადვილად მოვახდინოთ ცვლილებები უკუკავშირზე დაყრდნობით.

ეს ყველაფერი გვაძლევს დიზაინის ადეკვატურ შეფასებას და ვიგებთ თუ რა ცვლილებებია საჭირო იმისთვის, რომ პროდუქტმა უკეთ იფუნქციონიროს. ეჭვგარეშეა, რომ პროტოტიპის შექმნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სანამ პროდუქტში დავაბანდებთ დროს, რესურსებს და ფულს, პროტოტიპი გვაჩვენებს ფინალურ ვერსიასთან მიახლოებულ ფუნქციონალს.

5. ვიზუალური დიზაინი

ვიზუალური დიზაინი გახლავთ პროდუქტის ვიზუალური ასპექტის გამოყენებით მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესება. ვიზუალური დიზაინი კარგი პროდუქტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის კომუნიკაციას ამყარებს კომპანიის ბრენდთან და შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს თუ რამდენად სასურველი და მიმზიდველია პროდუქტი.

ვიზუალური დიზაინის თემა ხშირად იწვევს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს, რადგან ფიქრობენ რომ თუ დიზაინერი დიდ ყურადღებას დაუთმობს ესთეტიურ მხარეს, ის თმობს გამოყენებადობის ნაწილს.  კარგი ვიზუალური დიზაინი ხშირად გვაიძულებს რომ თვალი დავხუჭოთ ზოგიერთ გამოყენებადობის პრობლემაზე. თუმცა ახალი კვლევის თანახმად, ესთეტიურობა და გამოყენებადობა შეიძლება განვიხილოთ როგორც ურთიერთთავსებადი ეტაპები.  

ვიზუალური დიზაინიდან ვიგებთ თუ როგორ მუშაობს პროდუქტი ფერზე, იერარქიაზე, ტიპოგრაფიაზე დაყრდნობით და შესაბამისად ის გახლავთ საბოლოო გამოცდილების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი.

შემდგომში..

ჩვენ უკვე გავიგეთ თუ რა არის UX დიზაინი, განვიხლეთ ხელსაწყოები და განვსაზღვრეთ ძირითადი კომპონენტები. მომდევნო ნაწილში უფრო სიღრმისეულად გავიგებთ UX კვლევის შესახებ. შეხვედრამდე!

Advertisement
Advertisement
Advertisement
Advertisement
Looking for something to help kick start your next project?
Envato Market has a range of items for sale to help get you started.